სარეგისტრაციო ნომერი:
1
კედლის მხატვრობის მოკლე მხატვრულ-ისტორიული დახასიათება:
ლაღამის მაცხოვრის ეკლესიის მოხატულობანი სვანური ფერწერული სკოლის განვითარების უმთავრეს ეტაპებს ასახავს. მე-11 საუკუნის დასაწყისის მოხატულობა გვითვალსაჩინოებს ადრეული ხანის სვანეთის მოხატულობებში დასახულ ძიებათა დასრულებას მხატვრობის ანსამბლის იდეურ-კომპოზიციურ მთლიანობად ჩამოყალიბების მიმართულებით; მისი სტილური თავისებურებანი ტაო-კლარჯეთის ფერწერულ სკოლასთან გარკვეული შეხების წერტილების არსებობაზე მიანიშნებს. მე-12 ს.-ის მე-2 ნახევრის მოხატულობა მიქელ მაღლაკელის წრის მოხატულობათა რიცხვს მიეკუთვნება და გვიჩვენებს ამ მხატვრულ წრეში მიმდინარე შემოქმედებითი ძიების თავისებურებებს. მე-14 საუკუნის შუახანის მოხატულობები წარმოაჩენს სვანეთში ადგილობრივი მხატვრული ტრადიციების ზემოქმედებით ე.წ. პალეოლოგოსური სტილის გადამუშავების თავისებურებებს.