კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
6187
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საგანმანათლებლო, სამეცნიერო/ობსერვატორია,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საგანმანათლებლო, სამეცნიერო/ობსერვატორია,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
მე-19 საუკუნის დასასრული


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთი
მუნიციპალიტეტი:
ადიგენი
დასახლებული პუნქტი:
აბასთუმანი
კოორდინატები:
X:319702 Y:4625708
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
22/03/2010
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/47
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
როდესაც ლენინგრადის ასტრონომიული ინსტიტუტის და თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის სპეციალური ექსპედიციები 1930 და 1931 წლებში ადგილს ირჩევდნენ ახალი ობსერვატორიების ასაშენებლად ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხრეთ ნაწილში, აბასთუმანმა თავიდანვე მიიპყრო ყურადღება. ამის საფუძველი კი ჯერ კიდევ XIX ს-ის მიწურულში მომზადდა, როდესაც აქ ზამთარი გაატარა ცნობილმა ასტრონომმა, წარმოშობით გერმანელმა ს. პ. გლაზენაპმა (შ. გლასენაპ) და ორჯერადი ვარსკვლავების პოზიტიური დაკვირვება აწარმოა. მთა-ყანობილის კლდოვან ფერდზე მდგომი, გეგმით წრიული ფორმის კოშკურა მოცულობა ს. გლაზენაპის აგებულია. გლაზენაპის კოშკი შვერილ კლდეზე დგას და თავს დაჰყურებს დედათა მონასტერს (გიორგი რომანოვის ყოფილი სასახლის ტერიტორიას). ქვის კოშკის გაგრძელებას თუნუქის სახურავით გადახურული ხის აფიცრული ცილინდრი წარმოადგენს. კოშკის თავისებურებას კი ის შეადგენს, რომ იგი ღერძის ირგვლივ ბრუნავს, რაც ქვის ცოკოლსა და ხის ცილინდრს შორის დამაგრებული რკინის გორგოლაჭების მეშვეობით ხორციელდება. ღერძის ირგვლივ მბრუნავი კოშკი ევროპის არაერთ ობსერვატორიას ჰქონდა. ამავე პრინციპზე იყო აგებული თბილისის ობსერვატორიის (1860-1861 წწ.) მთავარი შენობაც. გლაზენაპის კოშკს კარგი პროპორცია გამოარჩევს. ეულად მდგარი ნაგებობა ჰარმონიულად ერწყმის გარემომცველ ბუნებას. კოშკის ძირი საგანგებოდ შერჩეული და საგანგებოდ თლილი და დამუშავებული კვადრებით არის ნაშენი. აღსანიშნავია, რომ კვადრები, მიყვება რა წრიულ გეგმას კოშკისას, მომრგვალებულია. უდაოა გლაზენაპის კოშკის დიდი ისტორიული მნიშვნელობა. იგი არქიტექტურული ღირებულების მქონეც არის და საყურადღებოა საინჟინრო თვალსაზრისითაც.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com