კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
35046
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სათავდაცვო >>ცალკე მდგომი კოშკი>
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
ფუნქციის გარეშე>,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./განვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი:
ლენტეხი
დასახლებული პუნქტი:
ჭველიერი
კოორდინატები:
X:323741.621596588 Y:4745684.78652709
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
კოშკი ნაგებია დიდი ზომის ლოდზე, რომელიც შეიცავს მცირე გამოქვაბულს. გამოქვაბული გარედან ნატეხი ქვითაა ამოშენებული, რომელშიც კარის ღიობია გაკეთებული. გამოქვაბულის ჭერში მცირე ხვრელია, რომელიც ქვის თავზე ადის, იქიდან კი კოშკის შესასვლელთან შეიძლება მისვლა. გამოქვაბული სალოცავია, რომელშიც მხოლოდ ქალები ლოცულობენ. კოშკი სწორკუთხაა. დგას კლდოვანი ლოდის ზედაპირზე. ნაგებია მცირე ზომის ნატეხი ფიქალის ქვით. წყოვა არეულია. გამოყენებულია დუღაბი. კოშკში შესასვლელი მეორე სართულზე აღმოსავლეთის მხარეს ქონია. ამჟამად შერჩენილია წირთხლის ფრაგმენტი. სხვა დეტალები არ ირკვევა, დაზიანების და კოშკის ინტერიერის სრულად ამოვსების გამო. ლოდს მიუყვებოდა ნატეხი ქვის მშრალი წყობით ნაგები გალავანი, რომელიც ლოდში არსებულ გამოქვაბულს იცავდა.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com