კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
35042
სახეობა:
არქიტექტურის,მემორიალური
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი>,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი>,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი:
თეთრიწყარო
დასახლებული პუნქტი:
მანგლისი
კოორდინატები:
X:447356.123299159 Y:4616030.04423017
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
აკადემიკოს ნიკოლოზ მუსხელიშვილის აგარაკი მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში, მშვიდობის ქუჩა # 25-ში (ს/კ 84.18.38.109/011). სააგარაკო სახლის ძირითადი კორპუსი წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთ გრძივ ღერძზე ორიენტირებულ, მართკუთხა გეგმარების ორსართულიან ნაგებობას. იგი აღმართულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მცირედდაფერდებულ რელიეფზე და გარემოცულია წიწვოვან-ფოთლოვანი ხეებით განაშენიანებული ვრცელი ბაღით. ქუჩის მხრიდან ბაღის ტერიტორია შემოზღუდულია რკინა-ბეტონის მასიურ ბურჯებს შორის დაყოლებული ლითონისძელებიანი მესერით. სახლის ძირითადი კორპუსის კედლები დანაწევრებულია ფართო კარ-ფანჯრებით, თაღოვანი ღიობით და მოპირკეთებულია წესიერ, ფორიზონტალურ რიგებად დალაგებული სუფთად დახერხილი რუხი ფერის ბაზალტის კვადრებით. კედლები დასრულებულია პროფილირებული კარნიზით. ნაგებობა მოქცეულია ორფერდა, კრამიტის სახურავის ქვეშ, სადაც რამდენიმე საკვამური და სამერცხლეა გამართული. სახლის მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია ფართო და თაღოვანი ღიობი, სადაც აივანი გამოდის. ღიობს დაუყვება პროფილირებული საპირე, ხოლო აივნის ხის რიკულებიანი მოაჯირი დამყარებულია კედლის სიბრტყიდან გამოშვერილ თაროზე და კრონშტეინებზე. სახლის ქვედა დონე, ერთი მხრივ ნახევარსარდაფს წარმოადგენს, ხოლო მეორე მხრივ, დახრილი რელიეფიდან გამომდინარე მხოლოდ სამხრეთის შვერილ მონაკვეთშია მოქცეული ერთი დაბალი ოთახი, სადაც რკალისებრთაღოვანი კარის ღიობია დატანებული, ხოლო მისი ზედა სართული შუშაბანდიან ოთახს წარმოადგენს რომელიც დასრულებულია ორფერდა კრამიტის სახურავით. ძირითადი კორპუსის სუფთად დამუშავებული კედლების საპირისპიროდ, სახლის აღნიშნული, ქვედა დონე უხეშფაქტურიანი ქვებით შედგენილი რუსტირებული საფასადო წყობით გამოირჩება. სახლის ჩრდილოეთის მხარეს, პირველი სართულის დონეზე გამართულია ორქანობა, კრამიტის სახურავში მოქცეული ღია აივანი, რომელსაც შემოფარგლავს ხეში გამოთლილი წახნაგოვანი სვეტები და ჭვირული უჯრედებით შედგენილი მოაჯირი, წინა მხრიდან კი, დასრულებულია შეფიცრული ფრონტონით. მსგავს სტილშია შესრულებული დასავლეთის მხრიდან მოწყობილი, ორი ასიმეტრიული კალთით დაბურული ერთმარშიანი კიბე-ბაქნის სვეტები და მოაჯირი. სააგარაკო სახლის დასავლეთით, დაახლ. 25 მ-ში იმავე ბაღის ტერიტორიაზე დგას ერთსართულიანი ქვითკირის ნაგებობა, რომელიც დაბურულია ორქანობა კრამიტის სახურავით.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com