კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
35036
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სასოფლო-სამეურნეო>; საცხოვრისი>>ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი>,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სასოფლო-სამეურნეო>; საცხოვრისი>>ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი>,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.; შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი:
მესტია
დასახლებული პუნქტი:
წვირმი
კოორდინატები:
X:321078.905496487 Y:4764902.92652665
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ვასო გიგლემიანის დარბაზ-მაჩუბი მდებარეობს სოფელი წვირმის შუა უბანში (ნესგაუბანი), შედარებით მჭიდროდ განაშენიანებულ მონაკვეთში. იგი ორ სართულიან შენობას წარმოადგენს, რომელიც დღესდღეობით საკმაოდ სახეცვლილია. პირვანდელი დარბაზ-მაჩუბისგან მხოლოდ სამხრეთი ფასადია შემორჩენილი, სადაც პირველი სართულის დონეზე საბჭოთა დროს გაჭრილი ორი სარკმელია, ასევე მეორე სართულზეც აღინიშენება ორი სარკმლის მონახაზი, რომელიც გვიან არის ამოვსებული ქვით და ცემენტით. შენობის მეორე სართულს, ზემოდან ახალი ბლოკის დაშენება აქვს. ჩრდილოეთი ფასადი მთლიანად შელესილია და დაკარგულია პირვანდელი სახე, აღმოსავლეთიდან ახლად აშენებული სახლი აქვს მიდგმული, ხოლო დასავლეთ მხარეს ვალიკო გიგლემიანის დარბაზ-მაჩუბია აღმართული. შენობის ინტერიერი მთლიანად სახევლილია, გადახურვისთვის კი გამოყენებულია თუნუქი. ვასო გიგილემიანის დაბრაზ-მაჩუბის პირვანდელი სახე მთლიანად დაკარგულია, მეორე სართულის დაშენებიდან გამომდინარე შენობა სიმაღლით აღემატება მის დასავლეთ მხარეს აღმართულ ვალიკოს გიგილემიანის დარბაზ-მაჩუბს, მაგრამ შენობა მოხაზულობით კვლავ ეწერება უბნის საერთო განაშენიანებაში და ვალიკო გიგილემიანთან ერთად უბნის მჭიდროდ განაშენიანებულ მოხაზულობას ინარჩუნებს.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com