კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
სლავდიკ ნავერიანის კოშკი, დარბაზ-მაჩუბი და სახლი
სარეგისტრაციო ნომერი:
29872
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი>>ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი>,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
ფუნქციის გარეშე>,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი:
მესტია
დასახლებული პუნქტი:
ჟამუში
კოორდინატები:
X:321511.282296495 Y:4768778.50552657
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
სლავდიკ ნავერიანის საცხოვრებელი კომპლექსი სოფლის ერთ-ერთ მჭიდროდ განაშენიანებულ უბანში მდებარეობს. სამხრეთით დაქანებულ რელიეფზე ერთმანეთის უკან შეფენილია დარბაზ-მაჩუბის ნანგრევები, კოშკი და მასზე მიშენებული სახლი. კოშკის სამხრეთით, წინა ეზოსპირზე, შემორჩენილია ძველი დარბაზ-მაჩუბის მასშტაბური ნანგრევები. ფრაგმენტულად გადარჩენილია კირ-დუღაბის ხსნარზე, ყორე ქვით ამოყვანილი კედლები, სრულად ჩამოქცეულია საბურავი, სართულშუა გადახურვა (არსებულ ნაშთებზე კარგად იკითხება ხის კოჭების მასიური ბუდეები) და საყრდენი კედლების დიდი ნაწილი. სლავდიკ ნავერიანის კარმიდამოში ჩადგმული კოშკი და დარბაზ-მაჩუბის ნანგრევები მაღალი ურბანული და მხატვრული ღირებულების მატარებელია, რომელთა დაცვა-შენარჩუნება მეტად მნიშვნელოვანია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com