კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
გუდარეხის ანსამბლი
სარეგისტრაციო ნომერი:
28838
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
დაუდგენელი ფუნქცია,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
დაუდგენელი ფუნქცია,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./განვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
XIII საუკუნე


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი:
თეთრიწყარო
დასახლებული პუნქტი:
გუდარეხი
კოორდინატები:
X:452398.097999243 Y:4604502.72683047
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
გუდარეხის სამონასტრო ანსამბლის ზედა ბაქნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს სამი ნაგებობა, რომლებიც ერთმანეთზე მიჯრითაა აშენებული და პირობითად "ჩუქურთმიანი შენობის კომპლექსი" ჰქვია. სამივე შენობა ფასადებით ორიენტირებულია აღმოსავლეთისაკენ. სამხრეთიდან ჯერ "ჩუქურთმიანი შენობაა", შემდეგ სენაკი, რომელსაც ჩრდილოეთიდან აკრავს "ჯვრიანი შენობა". ყველაზე ადრე აშენებულია სენაკი. სენაკი წარმოადგენს პატარა უსწორო, ოთხკუთხა შენობას (სიგრძით 4,0 მ, სიგანით 2,0 მ), რომელიც შედარებით კარგადაა შემონახული. შესასვლელი დასავლეთით აქვს, სარკმელი აღმოსავლეთ კედელშია, რომელიც გარედან კარგად თლილი ღვინისფერი ფილაქნით იყო შემოსილი. ღარიანი ლავგარდანი, რომლის ერთი ქვაა შერჩენილი, სხვა სამი კი ქვევით ჩამოვარდნილი, შემკულია წნული ჩუქურთმით. მოჩუქურთმებულია სარკმლის ძირის ქვა. შიგნით ყველა კედელი გალესილია ბათქაშით. აქ მრავალი კუთხოვანი წალოა. ის გადახურულია ჩარდახოვანი კამარით. სენაკის სამხრეთი კედელი საერთოა "ჩუქურთმიანი შენობისათვის". "ჩუქურთმიანი შენობაც" კამარით იყო გადახურული. ამ კედელს ორივე კამარა ეჭირა: ერთი გადადის ჩრდილოეთისაკენ და ხურავს სენაკს, მეორე სამხრეთისაკენ და ხურავს "ჩუქურთმიან შენობას". სენაკიდან "ჩუქურთმიან შენობაში" პატარა, მრგვალი ხვრელი გადის სარკმელივით. "ჩუქურთმიანი შენობაც" პატარა, უსწორო ოთხკუთხა სადგმოს წარმოადგენს (სიგრძე 2,7, სიგანე 2,5 მ). ამ შენობის მხოლოდ აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი კედლებია მეტნაკლებად შერჩენილი. კარი აღმოსავლეთ კედელშია, რომელიც გარედან მოჩუქურთმებული ჩარჩოთია შემკული. კარის სამხრეთით, ვიწრო მოჩუქურთმებული სარკმელია გაჭრილი მთლიან ქვაში. "ჯვრიანი შენობაც" ოთხკუთხა ორსართულიანი შენობაა, რომელსაც არც აბსიდიდა არც რაიმე საეკლესიო ნიშანი აქვს, თუმცა აღმოსავლეთ ფასადს ფანჯრის თავის ქვაზე რელიეფით ამოკვეთილი ჯვარი ამკობს, რის გამოც მას აღნიშნული სახელი ეწოდა. მისი კედლები ნაშენია სხვადასხვა ზომის ქვით. ეს შენობა ორად იყო გაყოფილი. აღმოსავლეთი კედელი შედარებით კარგადაა დაცული. ამ კედელს აქვს სამი ვიწრო და დაბალი სარკმელი პირველ სართულზე და ამდენი მემეორე სართულზე.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com