კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
28837
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს.
თარიღების დიაპაზონი:
1912-1914 წწ


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
გურია
მუნიციპალიტეტი:
ჩოხატაური
დასახლებული პუნქტი:
ხიდისთავი
კოორდინატები:
X:268150.659194445 Y:4650794.50352946 Z:107
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
27/05/2020
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
02/32
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
სახლი აგებულია დარისპან კალანდაძის მიერ 1912-1914 წწ. დარისპან გიგოს ძე კალანდაძე (1870-1955 წწ.) ხიდისთავიდან იყო. მრავალშვილიანი ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, დაქორწინების წინ ცალკე სახლი აიშენა, რომლის მოსაწყობად ფული გაუგზავნია თავისი ძმის - სერგოსთვის მოსკოვში, მას კი იქიდან ევროპული ავეჯი გამოუგზავნია. 1914 წელს დარისპანი დაქორწინდა თანასოფლელ ევპრაქსია კანდელაკზე და ბინა ახლადაშენებულ სახლში დაიდეს. აქ ცხოვრობნდნენ სიცოცხლის ბოლომდე. დარისპანი ვაჭარი იყო, ქონია რამდენიმე დუქანი სხვადასხვა ადგილას. 1913 წლიდან გახლდათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი. 1930-იან წლებში გაკულაკების შიშით, დარისპან კალანდაძეს საკუთარი ძმებისთვის გაუფორმებია სახლის ნაწილი, ასე იქცა სახლის მემკვიდრედ ძმების შთამომავლობა. 90-იან წლებში სახლის მუდმივი მაცხოვრებლის - დარისპანის შვილის - პატკულას გარდაცვალების შემდეგ, სახლი გაიძარცვა და გაპარტახდა. სახლი ოდაა. დგას ქვის ხიმინჯებზე. ერთ მხარეს, პირველი სართული აგურით და ქვით არის ნაშენი. სახლი იმ დროის ხის სახლების სამშენებლო ტექნიკითაა ნაგები. სახლის წინა ფასადი ხის აჟურული აივნითაა გახსნილი, რომელზეც გვერდიდანაა შესასვლელი. კარი ხისაა. დანარჩენი ფასადები მხოლოდ სარკმლებითა და ერთი კარითაა დანაწევრებული. სარკმლები ფრონტონისებური თავსართითაა გაფორმებული. სახლში რამდენიმე სხვადასხვა ზომის ოთახია, რომლებიც ერთმანეთთან ხის ტიხრებითა და კარებითაა დაკავშირებული. თითოეულ ოთახში აგურით ნაგები ბუხარია. ბუხრები საუკუნეთა მიჯნაზე გავრცელებული ტექნიკითაა ნაგები. ისინი ერთ საბუხრე ხვრელთანაა დაკავშირებული და ამგვარად ორ ჯგუფს ქმნიან (2/3). ბუხრები ორნამენტირებული და მოხატულია. ერთ მათგანში ოჯახის წევრთა დიდი ფოტოთია დამშვენებული. იატაკი და ჭერი ასევე ხისაა. ოთახების ხის კედლები, ტიხრები და ჭერი მოხატულია. გვხვდება მცენარეული და დეკორატიული ორნამენტი და პეიზაჟები. ერთ-ერთ ნახატზე გამოსახულია ნატურმორტი, რომელზეც სარაჯიშვილის კონიაკის ბოთლია გამოსახული შესაბამისი წარწერით „Кавказский натуральный коньякь Сараджевь“. სახლის სახურავი ოთხფერდაა. გადახურულია მარსელის კრამიტით. ეზოში შემორჩენილია ქვით ნაგები ჭა.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com