კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
28833
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ქალაქური,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ქალაქური,
თარიღების დიაპაზონი:
1949-1950
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
მე-20 საუკუნის შუა წლები


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი
მუნიციპალიტეტი:
მცხეთა
დასახლებული პუნქტი:
მცხეთა
ქუჩა:
მერაბ კოსტავას ქუჩა/16
კოორდინატები:
X:476742.799999626 Y:4632371.35122975
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
შენობა გეგმით მართკუთხაა, ორი სართულიანი. პირველი სართული ნახევარ-სარდაფს წარმოადგენს. გადახურვა ოთხქანობიანი, კონვერტული კრამიტის საბურავით. სამხ-ის გრძივ ფასადზე, ორ სვლიანი მაღალი კიბეებია, ქვის სხმული საფეხურებით (ძლიერ დაზიანებული). დას-ის მოკლე ფასადზე ხის აივანი და კიბეა მიდგმული (კარი ამ მხრიდან გვიან ჩანს გაჭრილი). სახლი შელესილია და შემკულია სხმული ორნამენტებით. სახლს მეორე სართულზე ლოჯია აქვს. თავდაპირველად ლოჯია ორ ნაწილიანი იყო: დასავლეთის მონაკვეთი, სამი სვეტით და მათ შუა მოაჯირით, ღია იყო; ხოლო აღმოსავლეთი, დახურული და ორი სარკმლიანი. მოაჯირის ცენტრში ორსვლიანი კიბე ადიოდა. აივნის სამი სვეტი, სხმული სტილიზებული კაპიტელით არის გამშვენებული. ხოლო მათ შორის მოაჯირი ძველი საეკლესიო არქიტექტურული ფოთლოვანი ორნამენტით. ამჟამად, მოაჯირს ზემოთ ღიობები შემინულია. სახლის სამხ. ფასადის აღმ. ნაწილში კარის და ორი სარკმლის წირთხლების დაცერებული კუთხეები სხმული ფოთლოვანი ორნამენტით არის შემკული. სახლის ლავგარდანი სხმული “ჯუჯა თაღედით”არის წარმოდგენილი. ლოჯიიდან მარჯვნივ ოთახებში ხვდებით, ხოლო პირდაპირ იყო შესასვლელი დიდ, მთავარ ოთახში, რომლის ჭერი ასევე სხმული, მცენარეული ორნამენტული კარნიზით არის გაფორმებული. ოთახის ცენტრში ასეთივე სხმული ორნამენტული წრე ყოფილა ჭაღის ჩამოსაკიდად (ეს წრე სარდაფში აქვთ შენახული). დიდ ოთახში ბუხარი იყო. აღმ. კედელი ყველაზე ძველია. იგი რიყის ქვით არის ნაგები, თევზისფხისებური წყობით, რომელის თითო რიგი, ერთი რიგი აგურის ჰორიზონტალური წყობით არის გატიხრული. ეს კედელი ძლიერ დაზიანებულია, დანესტიანებული და მძიმე მდგომარეობაშია. ასეთივე ძველი ყოფილა სარდაფი, რომელიც ვერ ვნახეთ. სახლი მძიმე მდგომარეობაშია. რეაბილიტაცია მას არ შეხებია. დღეისათვის სახლი გადატიხრულია და გაყოფილია მეპატრონეთა შორის, თუმცა ფორმებს ინარჩუნებს. იგი აგებულია 1949-50 წწ. მხატვარ ირაკლი მრევლიშვილის მიერ. მისი ნამუშევრები დღესაც ჩანს მცხეთაში და ყოფილა დუშეთშიც - მას მცხეთის საჯარო სკოლის დარბაზის სხმული ჩუქურთმები აქვს შესრულებული; დუშეთში კულტურის სახლის გაფორმება... შვილი, თეატრის მხატვარი გოგი მრევლიშვილი, მცხეთაში მუშაობდა. ინფორმაცია მოგვაწოდა ირაკლის მეუღლემ მარიამ მრევლიშვილმა. ამდენად ეს სახლი წარმოადგენს XX ს-ის, 40-50-იანი წლების ქართული საბჭოთა არქიტექტურის ფსევდო-ნაციონალურ მიმართულების საინტერესო ნიმუშს, მეტადრე რომ თავად ავტორის სახლია, რომლის ნამუშევრები ქ. მცხეთის განვითარებაში გარკვეულ ეტაპს ქმნიდა.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
  • საცხოვრებელი სახლი, კოსტავას ქუჩა #16, ისტკულტგეგმის მასალა

  • საცხოვრებელი სახლი, კოსტავას ქუჩა #16, ისტკულტგეგმის მასალა

  • საცხოვრებელი სახლი, კოსტავას ქუჩა #16, ისტკულტგეგმის მასალა

  • საცხოვრებელი სახლი, კოსტავას ქუჩა #16, ისტკულტგეგმის მასალა

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com