კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
28829
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ქალაქური,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ქალაქური,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს.; ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
მე-19 საუკუნე, გადაკეთებულია მე-20 საუკუნეში


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი
მუნიციპალიტეტი:
მცხეთა
დასახლებული პუნქტი:
მცხეთა
ქუჩა:
კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა/15
კოორდინატები:
X:476636.362699626 Y:4632204.63322975
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
სახლი დღეს რთული კონფიგურაციის არის. ფასადი გადის კ. გამსახურდიას ქუჩაზე, ხოლო მისი ნაწილი მტკვრის მხარეს დაბლდება, „უხვევს“ აღმოსავლეთით და ციცინო წულუკიძის სახლის ქვემოთ გრძელდება. აქეთ ეს ორივე სახლი პატარა ქუჩაზე გამოდის, რომელიც მდ. მტკვრისკენ ეშვება. სავარაუდოთ, ორი სახლი უნდა იყოს შეერთებული. უაღრესად მნიშვნელოვანი სახლია მცხეთისთვის. დღეს იქ მიმდინარეობს რემონტი, რის გამოც გამოჩნდა ფენები... ქვით ნაგები კედლები, რომელსაც აგურის წყობა ენაცვლება და შემდეგ კვლავ ქვის ფენებია ანუ, სამი ფენა ნათლად განირჩევა... და ეს ყველა ფენა ადრეულია. ჩვენ, მხოლოდ ციცინო წულუკიძის სახლის გაგრძელების ნახვა შევძელით. ამ სახლებს აქვთ საერთო კედელი, გათლილი ქვით ნაგები, რომელიც, ვთქვათ ასე, მესამე ფენა მაინც უნდა იყოს და მისთვის ქვები მეორადად გამოუყენებიათ. ეს კედელი ვფიქრობ, XX დასაწყისის უნდა იყოს, სავარაუდოთ, რევოლუციის შემდეგ, რადგან ჩართულია ქვა რომელზეც რუსეთის იმპერატორი ალექსანდრეა გამოსახული და ჩანს, მისი გამოსახულება დაუმალავთ ლესვაში. ეს ორივე სახლი, სამომავლოდ ერთად უნდა იყოს შესწავლილი, რადგან ციცინო წულუკიძის სახლის სარდაფშიც ძალიან საინტერესო ფენები განირჩევა - აქ, ტრისტან წულუკიძის საცხოვრებელი ოთახის ქვეშ, რომელიც სარდაფულ პირველ სართულ წარმოადგენს ე.წ. „მოჩვენებათა ოთახია“(ხალხი ეძახის ასე). ის აშკარად ადრეულ ფენებს შეიცავს და მისი იატაკი - „ფსკერი“, მუდმივად სუფთა წყლით არის შევსებული (იხ. ციცინო წულუკიძის სახლის პასპორტი) . ეს რელიეფი წარწერით - იმპერატორი ალექსანდრე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა დღეს მცხეთის XIXს. ისტორიისთვის და მისი გადარჩენა აუცილებელია. იგი არა მარტო თარიღს იძლევა, არამედვფიქრობ, ჩვენთვის უცნობ თემას ხსნის მცხეთის ხელოვნების ისტორიაში - ქვაზე გამოსახული, საღებავით დაფერილი რელიეფური პორტრეტი. მხატვრული გამომსახველობით იგი ე.წ. „თბილისურ სკოლას“ ჩამოჰგავს, ეგებ ამ პერიოდის „მცხეთური სკოლის“ არსებობაზეც დადგეს საკითხი?!... ასეთი რელიეფური გამოსახულებები საღებავით დაფერილი, ცხადია არაა უცხო, ისინი უმეტესად საფლავის ქვებს წარმოადგენენ.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
  • საცხოვრებელი სახლი, გამსახურდიას ქუჩა #15, ოთახი სადაც იმპერატრის გამოსახულებიანი ქვაა კედელში ჩაშენებული

  • საცხოვრებელი სახლი, გამსახურდიას ქუჩა #15, ოთახი სადაც იმპერატრის გამოსახულებიანი ქვაა კედელში ჩაშენებული

  • საცხოვრებელი სახლი, გამსახურდიას ქუჩა #15, ოთახი სადაც იმპერატრის გამოსახულებიანი ქვაა კედელში ჩაშენებული

  • საცხოვრებელი სახლი, გამსახურდიას ქუჩა #15, ალექსანდრე იმპერატორის რელიეფური გამოსახულება

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com