კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
28825
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ქალაქური,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ქალაქური,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს.; ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდი, მე-20 საუკუნის დასაწყისი და 1970 იანი წლები


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი
მუნიციპალიტეტი:
მცხეთა
დასახლებული პუნქტი:
მცხეთა
ქუჩა:
სანაპიროს ქუჩა/6
კოორდინატები:
X:476804.042463639 Y:4632182.58905709
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
„ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს სვეტიცხოვლის სამხრეთით, მჭიდრო განაშენიანებაში. პირველი სართულის XIX საუკუნის სამეურნეო დანიშნულების სათავსი, პირვანდელი სახითაა შემონახული. საცხოვრებელი სახლის მეორე სართული, XX საუკუნის დასაწყისში გაუმართავთ. მას ჭვრული ჩუქურთმით მორთული აივანი ჰქონდა, რომელიც 1970-იან წწ-ში ამოაშენეს. პირველი სართული შედგება ერთმანეთთან გასასვლელით დაკავშირებული ორი ოთახისაგან. ეზოდან პირველ ოთახში შესასვლელი, მიწის დონეზეა. იგი შლესილი და შეღებილია. მასთან კაროთ დაკავშირებული სათავსი რიყის ქვითაა ნაგები, რომელიც ზურგით მიწაშია შეჭრილი. სათავს საკუთარი განათების წყარო აქვს (დახრილ წირთხლებიანი სწორკუთხა სარკმელი). მისი კედლები აღჭურვილია სწორკუთხა და თაღოვანი ნიშებით. საცხოვრებელი სახლი საყურადღებოა. იგი აგრძელებს ძველ სამშენებლო ტრადიციას. საინტერესოა აგრეთვე, მისი შემდგომი განვითარება XX საუკუნის დასაწყისში და მოგვიანებით“. 2010-2011 წწ რეაბილიტაციის შემდეგ, სახლის ზემოთაღწერილი სახიდან, არაფერი გადარჩა. მაცხოვრებლის თქმით, კედლები ძლიერ დანესტიანებული იყო, ამიტომ ძველი ნაშთები სრულიად დაშალეს. დღეს აქ დგას, „მცხეთური რეაბილიტაციის სტილში აგებული, მრავალნაწილიანი, ხის აივან-მანსარდებით „შემკული“ სახლი, რომელიც რამდენიმე სხვადასხვანაირი ნაგებობისაგან „შეკოწიწებულის“ შთაბეწდილებას ქმნის. შესაბამისად, თითოეულის გადახურვაც სხვადასხვანაირია! ასე დაიკარგა დედაქალაქი-მცხეთის ტრადიციული და ისტორიული მემკვიდრეობა!!!


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
  • შოთა ვეშაპიძის საცხოვრებელი სახლი, სანაპიროს #6, ისტკულტგეგმის მასალა

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com