კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
ჯუმბერ კახიანის სახლის კომპლექსი
სარეგისტრაციო ნომერი:
26754
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სასოფლო-სამეურნეო; საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სასოფლო-სამეურნეო,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.; შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი:
მესტია
დასახლებული პუნქტი:
ჟაბეში
კოორდინატები:
X:326566.887796648 Y:4768217.17212657
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
გიორგი კახიანის კარმიდამო სოფელ ჟაბეშის კიდევ ერთი საინტერესო არქიტექტურული კომპლექსია, რომლის შემადგენლობაში შედის შუა საუკუნეების დროინდელი კოშკი, მასზედ მიდგმული არქაული წყობის დარბაზ-მაჩუბი და ამ უკანასკნელზე მიშენებული, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში აგებული საცხოვრებელი სახლი, რომლის იერიც სხვაობის მიუხედავად, რეგიონის სამშენებლო ტრადიციების პირდაპირი გამოძახილია. კოშკის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეზე მიდგმულია ორსართულიანი დარბაზ-მაჩუბი. ორქანობა საბურავი უახლოეს წარსულში უნდა იყოს გამოცვლილი - ხის წვრილი მორები და თუნუქის ფირფიტები ახალია. სწორკუთხა გეგმარების მაჩუბს კოშკის მსგავსი კედლის წყობა აქვს, რაც მათი ერთ ქრონოლოგიურ ჭრილში განხილვის საშუალებას იძლევა. დარბაზ-მაჩუბი მცირეოდენი გადაკეთების კვალს ატარებს როგორც გარედან, ისე ინტერიერის მხრივაც. მაჩუბის შიდა სივრცე შეულესავია, სართულშუა გადახურვის ხის მორები საღია, ზოგან მათ გასამაგრებლად ხის სვეტებია აღმართული. ინტერიერი მოუვლელია, თუმცა შემორჩენილია დეკორირებული ხის ლეჭუნდირის (საქონლის სადგომი) დიდი ნაწილი. სამხრეთ ფასადის ზედა სარკმელზე განახლების კვალი შეიმჩნევა (მაგ., ახალი ხის ფიცრებით შეკრული წირთხლები). საფასადო წყობაზე ნალესობის კვალი უმნიშვნელოდ არის შემორჩენილი. დარბაზ-მაჩუბის სამხრეთ ფასადის ქვედა სართულზე, დაუდგენელი მიზეზით, კედელი წრიულად გამონგრეულია. მორღვეულია დასავლეთ ფასადზე დატანილი შესასვლელი კარიც. მაჩუბის ჩრდილოეთ კედელი ყრუა, ხოლო აღმოსავლეთ კედელზე ახალი დროის საცხოვრებელი სახლია მიდგმული, რომელიც ერთის მხრივ, ნაგებია ნატეხი ქვით კირ-დუღაბის ხსნარზე, არის სწორკუთხა გეგმარებისა და ორქანობა საბურავის მქონე, მეორეს მხრივ, საფასადო დანაწევრებას გამოჰყოფს დიდი და ფართო კარ-სარკმლის ღიობები, მხატვრულად გაფორმებული, რადიალური წყობის ,,წარბებით’’, სახლი სრულად ეთმობა ადამიანთა საცხოვრებელს და ის სამეურნეო ნაგებობებისაგან გამიჯნულია. გიორგი კახიანის კარმიდამო ყურადსაღებია არქიტექტურული სიძველეებით და, პირველ რიგში, ესაა შუა საუკუნეების დროინდელი კოშკი და დარბაზ-მაჩუბი. მათი დაცვა და შემდგომი მოვლა-პატრონობა მეტად მნიშვნელოვანი იქნება რეგიონალური ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com