კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26750
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სავაჭრო,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სავაჭრო,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
XX საუკუნის დასაწყისი


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
აჭარა
მუნიციპალიტეტი:
ბათუმი
დასახლებული პუნქტი:
ბათუმი
ქუჩა:
მ. აბაშიძის ქუჩა/N44,ასათიანის ქუჩა/N15
კოორდინატები:
X:719338.252124895 Y:4614252.89273428
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
19/03/2020
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
N02/25
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ყოფილი საკონდიტრო მაღაზია “მინიონი” ქ. ბათუმის ცენტრში, ახლანდელი მემედ აბაშიძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. აშენდა მე-20 საუკუნის დასაწყისში და მაღაზიის ფუნქციით არსებობდა საბჭოა პერიოდში და დამოუკიდებლობის წლებშიც. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით დაზუსტებით არის ცნობილი, რომ ის ეკუთვნოდა ცნობილ კომერსანტ ნ. ფანდეევს, რომელიც ბათუმსა და სხვა ქალაქებში ფლობდა ცემენტის, ქვისა და მოზაიკური ფილების წარმოების ქარხანას, ასევე, საკონდიტრო საწარმოს. ფანდეევმა ეს მაღაზია საკუთარი საცხოვრებელი სახლის (მემედ აბაშიძის ქ. N42. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. სააღრიცხვო ბარათი N50. 2004 წლის 10 ოქტომბერი. ავტორი: ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილი) გვერდით ააშენა. სახლი მაღაზიას საერთო გასასვლელით უკავშირდებოდა და მის გაგრძელებას წარმოადგენდა. ასევე ფანდეევს ეკუთვნოდა უკანა ეზოში არსებული ხის ორსართულიანი და სხვა დამხმარე შენობები (ლუკა ასათიანის ქ. N13). შენობებში განთავსებული იყო საკონდიტრო საწარმოს საწყობები და მუშათა საცხოვრებელი ბინები. რადგან საქართვლოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჯერ კიდევ არ აქვს ბევრ მნიშვნელოვან შენობა-ნაგებობას, ვერ ხერხდება ისტორიული ნიშნით გამორჩეული ცალკეული ძეგლებისა და ურბანული მემკვიდრეობის მთელი არეალის დაცვა, და ეს გამოუსწორებლად აზიანებს ქალაქ ბათუმის ავთენტურ სახეს. ამის თვალსაჩინო მაგალითია ძველი ბათუმის მთავარი არტერია, მისი ე. წ. “სავიზიტო ბარათი” - მემედ აბაშიძის ქუჩა, სადაც რამდენიმე შენობას სახელმწიფოსგან უკვე აქვს მინიჭებული დაცვის გარანტია - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თუმცა არის დაუცველი ნაგებობებიც, რომელთა შორის არის აღნიშნული შენობაც, რომელიც თავისი მდებარეობით ხარბი ინვესტორების ინტერესს იწვევს და თუ მასზე სახელმწიფო დაცვითი ღონისძიებები არ განხორციელდა - სავსებით მოსალოდნელია მისი სრული დემონტაჟი უახლოეს ხანში. ფანდეევის ყოფილი საკონდიტრო მაღაზია, მიმდებარე შენობებთან ერთად, ერთგვარი ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის ნაწილია და თავისი მდებარეობით - მის ერთ-ერთ მთავარ ნაწილს წარმოადგენს. მსგავსი შენობები ძველი ბათუმის განაშენიანების ის ორგანული ნაწილია, რაც ასე შთამბეჭდავად აყალიბებს ისტორიული ქუჩების ხასიათსა და დინამიკას, უნარჩუნებს ქალაქს თვითმყოფად და ესთეტურ იერს. ჩვენი აზრით, დაუშვებელია ამ ტიპის შენონებების უგულებელყოფა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონიდან მათი „ამოშლა“, რადგან სწორედ ისინი ჰქმნიან ისტორიული ქალაქების საკუთარ და განუმეორებელ სახეს. აღსანიშნავია, რომ ეს მაღაზიაც და ნ. ფანდეევის საცხოვრებელი სახლიც (მემედ აბაშიძის ქ. N 42) მოდერნის (Art Nouveau) სტილის გამოხატული ნიშნებით ხასიათდება. ბათუმში და, ზოგადად, საქართველოში - სამრეწველო-კომერციული ფუნქციის შენობები ძალიან ცოტა შემოგვრჩა და მათ შორის სულ რამდენიმეა მოდერნის სტილის. ამიტომ, ყოფილი მაღაზია “მინიონის” შენარჩუნება - საშური და აუცილებელია. მოდერნის არქიტექტურული მემკვიდრეობა დღეს ჩვენი სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესსაც წარმოადგენს კულტურული ტურიზმის განვითარების კუთხით. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კულტურული მარშრუტების (http://culturalroutes.gov.ge/Home.aspx) განვითარების ფარგლებში წელს მზადდება ბათუმის მოდერნის მარშრუტის პროექტი, რომლის საკვანძო ობიექტებში სწორედ ნ. ფანდეევის ყოფილი მაღაზია “მინიონი” და მისი საცხოვრებელი სახლიც მოიაზრება.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com