კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
გივი ზურებიანის სახლის კომპლექსი
სარეგისტრაციო ნომერი:
26746
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
ფუნქციის გარეშე,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი:
მესტია
დასახლებული პუნქტი:
ცალდაში
კოორდინატები:
X:325622.880396621 Y:4767966.57162658
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ალექსი ზურებიანის (უწინ გივი ზურებიანის) საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ამჟამად მიტოვებული და სანახევროდ დანგრეულია, სოფლის ხალვათად განაშენიანებულ უბანში მდებარეობს. შემაღლებულ ბორცვზე და მის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე აღმართული კომპლექსის ბირთვს შუა საუკუნეების დროინდელი ოთხსართულიანი კოშკი და მის დასავლეთ ფასადზე მიშენებული ორსართულიანი დარბაზ-მაჩუბი წარმოადგენს; შუა საუკუნეების დროინდელ განაშენიანებას სამხრეთით, ეზოს პირვანდელი საზღვრის შესაბამისად, ასევე ძველი ქვის ზღუდე შემოუყვება. კომპლექსს ჩრდილოეთის მხრიდან ემატება, სავარაუდოდ, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში აგებული ასევე ორსართულიანი სახლი, რომელიც ხის ღია აივნებით ეხსნება გარემოს და მდიდრული, ჭვირული თავხეებითა და მწყობრი პროპორციებით იქცევს ყურადღებას. კომპლექსის სამივე ნაგებობა და მათი დღემდე შემორჩენილი ნაშთები ავარიულ მდგომარეობაშია. კოშკისა და დარბაზ-მაჩუბის ჩრდილოეთით, ბორცვის ზედა, შედარებით მოსწორებულ მხარეს კიდევ ერთი საცხოვრებელის სახლის ავარიული ნაშთები ჩანს. სახლი ასევე ყორე ქვით არის ნაგები და შელესილია კირით. საფასადო კომპოზიცია კარ-სარკმლის ფართო და მაღალი ღიობებით სიმეტრიულ დანაწევრებას გულისხმობს. სახლის ორსართულიანი და ოთხფერდა, თუნუქით გადახურული საბურავის მქონე კორპუსი, აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე ხის ღია, ფართო აივნებით არის გახსნილი, რაც სახლის კომპაქტურ არქიტექტურულ მოცულობას სიმსუბუქეს და ჰაეროვნებას მატებს. აღსანიშნავია აივნის თავხეების მრავალფეროვანი ჭვირული დეკორი; აივნის მოაჯირები დაკარგულია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com