კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26728
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სასოფლო-სამეურნეო; საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სასოფლო-სამეურნეო,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი:
მესტია
დასახლებული პუნქტი:
ჩვაბიანი
კოორდინატები:
X:325126.089996606 Y:4767664.05192659
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
დავით ჭეხანის დარბაზ-მაჩუბი სოფელ ჩვაბიანის მჭიდროდ განაშენიანებულ უბანში მდებარეობს. სწორკუთხა გეგმარების, ორსართულიანი დარბაზ-მაჩუბი ჩრდილო-სამხრეთის ღერძზეა განვითარებული და ტრადიციული იერსახით არის წარმოდგენილი: ყორე ქვით ნაგები და კირით შელესილი ნაგებობა მინიმალურად დანაწევრებულ, მასიურ ქვის კორპუსს წარმოადგენს, რომლის პირველი სართული საკუთრივ მაჩუბია, ხოლო მეორე სართული ე. წ. საზაფხულო ვრცელ სადგომს წარმოადგენს. ორფერდა საბურავით გადახურული კედლები საკმაოდ დაზიანებულია: სანახევროდ აყრილია საფასადო ნალესობა, მრავლად შეინიშნება ღრმა ვერტიკალური ბზარები, რომლებიც ავარიულობამდეა მისული ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე, რომლებიც ნაწილობრივ მორღვეულია მეორე სართულის (დარბაზის) იატაკამდე და სახელდახელოდაა შეფიცრული. სამხრეთის ფასადზე საცხოვრებელი სახლია მიშენებული. საფასადო დანაწევრება თავშეკავებულია, სრულიად ყრუა ჩრდილოეთის ფასადი. დარბაზ-მაჩუბის დასავლეთ ფასადზე მხოლოდ პირველ სართულზეა გაჭრილი ღიობი სადაც ორფრთიანი ხის კარია შებმული, ასევე აღმოსავლეთ ფასადზე დარბაზში შესასვლელი დიდი ზომის კარია, რომელთან მისასვლელ გზას დაბალი ქვით ამოყვანილი ხის მორების პანდუსი წარმოადგენს. საბურავი დიდწილად თუნუქისაა, თუმცა ნაწილზე ყავარია გამოყენებული. მაჩუბის ინტერიერში შემონახულია ხის დეკორირებული ლეჭუნდირის (საქონლის ბაგა/სადგომი) ფრაგმენტები და სხვა ინვენტარი.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com