კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
კორისხევის არქიტექტურულ არქეოლოგიური ძეგლი
სარეგისტრაციო ნომერი:
26727
სახეობა:
არქეოლოგიური,არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სამოსახლო/ურბანული/ნამოსახლარი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სამოსახლო/ურბანული/ნამოსახლარი,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს. ; შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./განვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთი
მუნიციპალიტეტი:
ასპინძა
დასახლებული პუნქტი:
თმოგვი
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
კორისხევის არქიტექტურულ არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს კორისხევსა და ზედა ვარძიის ხევს შორის. ძეგლი შედგება კორისხევის ნამოსახლარის, გამოქვაბული ეკლესიისა და კლდეში ნაკვეთი მცირე ეკლესიისაგან. ნამოსახლარი მდებარეობს კორისხევის დასაწყისში ხეობის ცენტრალურ ნაწილში მდებარე გორაზე. ნამოსახლარის გორა ხელოვნურად მოსწორებულია, რომელიც ორ ტერასად შედგება. პირველ ტერასაზე, რომელიც გორის სამხრეთითაა, შეინიშნება ნაგებობების ჩავარდნები, ხოლო დასავლეთ ნაწილში, ფერდის სიახლოვეს საძირკვლის დონეზე იკითხება გეგმაში მართკუთხა ნაგებობის ნაშთები. ასეთივე სურათია მეორე ტერასაზე გორის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ასევე ფიქსირდება ნაგებობების ჩავარდნები. აღსანიშნავია, რომ კულტურული ფენები ვრცელდება ნამოსახლარის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარის გადაღმა, კორისხევის აღმოსავლეთ ფერდზე, სადაც შენიშნება ღია სადგომები, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ფაგს უწოდებენ.ნამოსახლარი საკმაოდ კარგადაა შემორჩენილი. ფიქსირდება ადგილობრივი არქიტექტურისათვის დამახასიათებელი მიწური სახლების ნაშთები. ნამოსახლარის ტერიტორიიდან ასევე აიკრიფა კერამიკული მასალა, რომელიც წინასწარული დასკვნით განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. ნამოსახლარის ტერიტორიაზე ასევე ფიქსირდება კლდეში ნაკვეთი ეკლესია (?), რომელიც ამჟამად პირუტყვის ზამთრის სადგომად გამოიყენება და ეთნოგრაფიულ ყოფაში მაღარას უწოდებენ.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com