კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
მირდონ გუჯეჯიანის სახლის კომპლექსი
სარეგისტრაციო ნომერი:
26722
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სასოფლო-სამეურნეო,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი:
მესტია
დასახლებული პუნქტი:
ჭოლაში
კოორდინატები:
X:323118.315396545 Y:4768124.14582658
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
მიზდონ გუჯეჯიანის კარმიდამო სოფლის, ამ შემთხვევაში, მჭიდრო განაშენიანებაში ჩართულ არქიტექტურულ კომპლექსს წარმოადგენს. ქვის ზღუდეშემოვლებული კომპლექსი შთამბეჭდავია თავისი ციხე-სიმაგრის მსგავსი მკაცრი და ლაკონური არქიტექტურით. კომპლექსი ჩრდილოეთის მხრიდან ქუჩას ემიჯნება და ქვის საკმაოდ მაღალი ზღუდით იფარგლება. ზღუდე კირ-დუღაბით შემტკიცებული დიდი ზომის რიყის ქვებით არის ნაშენი. ზღუდის შიდა პერიმეტრი გაჭედილია მასში სხვადასხვა დროს ჩადგმული ნაგებობებით, როგორიცაა აღმოსავლეთ კიდეზე აშენებული, მასშტაბითა და ზომით აღმატებული დარბაზ-მაჩუბი, რომელსაც ჩრდილო-დასავლეთ კუთხეზე მიშენებული აქვს უფრო მომცრო ზომის მაჩუბი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთ კუთხეზე - კოშკი. კომპლექსის მეოთხე ნაგებობას ეზოს ქვის ზღუდის დასავლეთ კედელთან აგებული უშანგი გუჯეჯიანის დარბაზ-მაჩუბი წარმოადგენს. კომპლექსში შემავალი დარბაზ-მაჩუბების არქიტექტურა, განსხვავებული ქრონოლოგიისა და მასშტაბის მიუხედავად, სვანური საცხოვრისის არქიტექტურულ კანონიკას მიჰყვება, როგორიცაა სწორკუთხა, თითქმის კვადრატული გეგმარება, ორსართულიანობა და ორფერდა გადახურვა, კირ-დუღაბით და ნატეხი ქვით ნაშენი მასიური კედლები, საფასადო დანაწევრების უკიდურესი მინიმალიზმი, ხის კარებებითა და დარაბებით შებმულ ღიობთა დამუშავების სპეციფიკა. მაჩუბთა საბურავები განახლებულია და თუნუქის ფირფიტებით არის გადახურული, ფასადების ნალესობა მეტწილად ჩამოშლილია. უშანგი გუჯეჯიანის დარბაზ-მაჩუბს სამხრეთის მხრიდან მიშენებული აქვს საცხოვრებელო სახლი, ცემენტის ნალესობით და დიდი ღიობებით, ასევე დასავლეთის ფასადზე აქვს ბლოკის მცირე მინაშენი პირველი სართულის დონეზე, რაც ავთენტურობის უხეშ ჩარევას წარმოადგენს, ისევე როგორც ჩრდილოეთის ფასადზე შესასვლელ ღიობთა თავზე გამართული წინფრები. მიზდონ გუჯეჯიანის ზღუდეშემოვლებული კარმიდამო და კოშკი სოფლის მეტად საინტერესო არქიტექტურულ კომპლექსია. კომპლექსის მთავარ ღირებულებას მასში შემავალ ნაგებობათა ავთენტურობა და რეგიონალურ ხუროთმოძღვრულ ტრადიციებთან მჭიდრო ურთიერთკავშირი წარმოადგენს. აღნიშნული კარმიდამო სვანური საცხოვრისის, ე. წ. კოშკიანი სახლის საგულისხმო გამოვლინებაა, რომლის დაცვა-შენარჩუნება მეტად მნიშვნელოვანია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com