კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
უშანგი გუჯეჯიანის კოშკი და დარბაზ-მაჩუბი
სარეგისტრაციო ნომერი:
26721
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სასოფლო-სამეურნეო; საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სასოფლო-სამეურნეო; საცხოვრისი,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი:
მესტია
დასახლებული პუნქტი:
ჭოლაში
კოორდინატები:
X:323092.771096544 Y:4768126.79412658
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
უშანგი გუჯეჯიანის საკუთრებაში არსებული კოშკი და დარბაზ-მაჩუბი სოფ. ჭოლაშის მჭიდროდ განაშენიანებულ უბანში მდებარეობს. შუა საუკუნეების კოშკი და მის დასავლეთ ფასადზე მიშენებული დარბაზ-მაჩუბი სოფლის გზებს შორის მოქცეული, ეზოს გარეშეა წარმოდგენილი. ორი ნაგებობისაგან შემდგარი და აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძზე წაგრძელებული კომპლექსი ზურგის მხრიდან ყრუ ფასადებით გამოდის, ხოლო ცენტრალური ფასადები სამხრეთისკენ არის ორიენტირებული. კოშკის დასავლეთ ფასადზე, მეორე სართულის სიმაღლემდე დარბაზ-მაჩუბია მიშენებული. სწორკუთხა გეგმარების, ორსართულიანი დარბაზ-მაჩუბი ნაგებია ყორე ქვით, კირ-დუღაბის ხსნარზე და შელესილია კირით. ნაგებობის აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადები უშუალოდ ებჯინება, ერთი მხრივ, კოშკს და, მეორე მხრივ, მეზობელ განაშენიანებას. ამდენად, დარბაზ-მაჩუბი ორი აქტიური ფასადით არის წარმოდგენილი - ჩრდილოეთისა და სამხრეთის. ჩრდილოეთ ფასადი კოშკისა და მეზობელი ნაგებობის ზურგის კედლების გასწვრივ ერთ სიბრტყეზეა გაშლილი და სრულიად ყრუ კედლით არის ამოყვანილი. სამხრეთ ფასადის ავთენტურობა მნიშვნელოვნად შეცვლილია ახალი, ბლოკით და რკინის არმატურით ამოყვანილი კედლებით. უხეშ ავთენტურ გადაცდენას წარმოადგენს დარბაზ-მაჩუბის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, ზედ კოშკის კედლის სიახლოვე გაჭრილი მომცრო, ასიმეტრიული სარკმლის ღიობები, რომლებშიც მეტალოპლასტმასის ფანჯრებია ჩასმული. უშანგი გუჯეჯიანის კარმიდამო მაღალი ურბანული და საშუალო მხატვრული ღირებულების ძეგლია, რომლის დაცვა-შენარჩუნება მეტად მნიშვნელოვანია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com