კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26710
სახეობა:
არქეოლოგიური
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სამოსახლო/ურბანული>>ნამოსახლარი>,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სამოსახლო/ურბანული>>ნამოსახლარი>,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ანტიკური ხანა _ ძვ. წ. მე-5 - ახ. წ. მე-3 სს./ადრეანტიკური _ ძვ.წ. მე-5-4 სს. ; რკინის ხანა ძვ.წ. მე-10-6 სს./რკინის ფართო ათვისების პერიოდი ძვ.წ. მე-7-6 სს.
თარიღების დიაპაზონი:
ძვ. წ. მე-6-მე-4სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
ძვ. წ. VI-IV საუკუნეები


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთი
მუნიციპალიტეტი:
ნინოწმინდა
დასახლებული პუნქტი:
პატარა კონდური
კოორდინატები:
X:371044.381897878 Y:4573606.89353131
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
2008 წელს მარაბდა-კარწახის რკინიგზის ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე მეორე ეტაპის არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებისას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. პატარა გონდრიოს მიდამოებში, მისგან ჩრდილო-დასავლეთით სადაზვერვო თხრილების გავლების დროს, გამოვლინდა ანტიკური პერიოდის (ძვ.წ.VI-IV სს.) ნამოსახლარი, რომელიც წარმოდგენილი იყო ქვის ნაგებობებითა და კერამიკული ნატეხების სახით. ნამოსახლარი მდებარეობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. ნამოსახლარი გამართულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ დაქანებულ ველზე, ზღვის დონიდან 1820 მ. სიმაღლეზე. მისი ფართობი არანაკლებ ერთი ჰექტარი უნდა იყოს. ნამოსახლარი ნაწილობრივ დაზიანებულია გასული საუკუნის 7080-იან წლებში, როდესაც ამ ტერიტორიას, სახნავ-სათესი ფართობების გაზრდის მიზნით ქვებისაგან ათავისუფლებდნენ, კერძოდ, დანგრეული და მოსწორებულია სამხრეთი ნაწილი რის გამოც შეცვლილია მისი თავდაპირველი კონფიგურაცია. პატარა გონდრიოს ნამოსახლარზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალები (უმრავლესობა კერამიკას წარმოადგენს) მსგავსია და ახლო პარალელებს პოულობს აღმოსავლეთ საქართველოს სინქრონულ ძეგლებთან. ყველაზე ახლოს პატარა გონდრიოს ნამოსახლარზე აღმოჩენილ ძეგლთან (სახლი N1) - დგას წალკასთან გამოვლენილი დარაქოის ნამოსახლარი. კერძოდ, მსგავსია: მიწაში ამოყვანილი კედლები, ქვაფენილიანი იატაკი, კედლის გასწვრივ ქვით აშენებული მერხი, ხარო, სამალავი, საკურთხეველი და კერამიკა. პატარა გონდრიოსთან რკინიგზის ტრასის დერეფანში აღმოჩენილი არქეოლოგიურ მასალის მიხედვით ნათელი ხდება, რომ ამ 2400-2500 წლის წინ მცხოვრები მოსახლეობის მთავარი საქმიანობა მიწათმოქმედება და მესაქონლეობა იყო.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com