კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26709
სახეობა:
არქეოლოგიური
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სამაროვანი/პანთეონი/სასაფლაო,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სამაროვანი/პანთეონი/სასაფლაო,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./ადრე შუა საუკუნეები მე-4-მე-9სს.; ანტიკური ხანა _ ძვ. წ. მე-5 - ახ. წ. მე-3 სს./გვიანანტიკური (გვიანრომაული) _ ახ. წ. 1-ლი-მე-3 სს.
თარიღების დიაპაზონი:
მე-2-მე-4სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
II-IV საუკუნეები


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი:
ცაგერი
დასახლებული პუნქტი:
ცაგერი
კოორდინატები:
X:320236.949996523 Y:4708608.47002797
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ძეგლი მდებარეობს ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფ. ორხვის აღმოსავლეთით, სახნავ-სათეს მიწებზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაქანებულ ფერდზე. აღნიშნული ადგილი ცნობილი იყო შემთხვევითი აღმოჩენებით, სადაც მიწის დამუშავების დროს მოსახლეობა ხშირად პოულობდა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებს და ბრინჯაოს ნივთებს. ყოველწლიური ხვნათესვისას არქეოლოგიური ფენა საგრძნობლად ზიანდებოდა. ადგილ გონის არქეოლოგიური შესწავლა 2005 წლიდან გახდა შესაძლებელი. გათხრების მიზანს გადარჩენითი, მცირემასშტაბიანი არქეოლოგიური სამუშაოები წარმოადგენდა, რომლის ინიციატორი და ხელმძღვანელი 2005, 2007 წლებში გურამ გაბიძაშვილი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ, 2010 და 2013 წლებში ექსპედიცია დავით სულხანიშვილის თაოსნობით გაგრძელდა. სამაროვანზე დღემდე გამოვლენილი და შესწავლილია 11 სამარხი. სამარხები ჩაჭრილია კირქვანარევ მოყვითალო თიხაში. მათი უმრავლესობა მონიშნული იყო მცირე ქვაყრილით, ან ცალკეული ქვებით, რომლებიც დაფარული იყო მიწის 20-30 სმ-იანი ფენით, ამიტომაც სამარხების მოსაძიებლად საჭირო გახდა თხრილების გავლება. სამაროვნის გავრცელების არეალი ჯერჯერობით დაუდგენელია. მისი შესწავლილი ნაწილი II-IV საუკუნეებით თარიღდება. აღმოჩენილი მასალები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ცაგერის ისტორიულ მუზეუმში.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com