კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26708
სახეობა:
არქეოლოგიური
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სხვა,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სხვა,


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
აჭარა
მუნიციპალიტეტი:
ხელვაჩაური
დასახლებული პუნქტი:
ხელვაჩაური
კოორდინატები:
X:722471.030004991 Y:4606183.43003057
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ხელვაჩაურის განძი შემთხვევით აღმოჩნდა 2004 წელს, დაბა ხელვაჩაურში, მოქალაქე ზ. ზაქარაძის საკარმიდამო ნაკვეთში. იმავე წელს ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმმა შეისყიდა. განძი მუზეუმის ფონდებში მთლიანი სახით შევიდა. განძი შედგება 149 მთლიანი მონეტისგან და 1 მონეტის ნატეხისგან. მონეტებთან ერთად განძში შედიოდა ვერცხლის ბეჭედი (დიამეტრი = 2.1 სმ) და ორი ვერცხლისვე საკიდი. განძი თიხის ქოთანში იყო მოთავსებული (ქოთნის სიმაღლე = 10 სმ, პირის დ. = 6 სმ, ტანის დ. = 12 სმ, ძირის დ. = 8.5 სმ, ხუფის დ. = 2.2 სმ). გაძარცვას გადარჩენილი კომპლექსის სამონეტო ნაწილი ჯამური წონა - 426.07 გრამია და საქართველოში აღმოჩენილ ქუფური მონეტების განძებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილია. ხელვაჩაურის განძის ყველა მონეტა სტანდარტული – დირჰემის ნომინალისაა. ამასთანავე, 149 მონეტა მთლიანი სახითაა წარმოდგენილი, 1 კი ნატეხს წარმოადგენს, რომელიც ზომებით დაახლოებით 1/2 დირჰემს შეესაბამება (წონა - 1.54 გ, ანუ, აგრეთვე, დაახლოებით დირჰემის ნახევარი).


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com