კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26707
სახეობა:
არქეოლოგიური
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სამარხი/საფლავი/ქვაყუთი; რელიგიური, რიტუალური/სამარხი/საფლავი/ორმოსამარხი; რელიგიური, რიტუალური/სამაროვანი/პანთეონი/სასაფლაო,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სამარხი/საფლავი/ქვაყუთი; რელიგიური, რიტუალური/სამარხი/საფლავი/ორმოსამარხი; რელიგიური, რიტუალური/სამაროვანი/პანთეონი/სასაფლაო,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./ადრე შუა საუკუნეები მე-4-მე-9სს.; ანტიკური ხანა _ ძვ. წ. მე-5 - ახ. წ. მე-3 სს./გვიანანტიკური (გვიანრომაული) _ ახ. წ. 1-ლი-მე-3 სს.
თარიღების დიაპაზონი:
ახ. წ. მე-3-ახ. წ. მე-7სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
ახ.წ. III ს-ის ბოლო და IV ს-ის პირველი ნახევარი


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი:
კასპი
დასახლებული პუნქტი:
გოსტიბე
კოორდინატები:
X:439860.599999033 Y:4629651.33002983


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
1989-1991 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის თეძმის ხეობის ექსპედიციამ (ხელმძღვანელი - ზიზი თორთლაძე) გოსტიბესა და მის შემოგარენში, საველე და სადაზვერვო სამუშაოების შედეგად ორი არქეოლოგიური ძეგლი აღმოაჩინა: 1. ზემო გოსტიბეს ადრეული შუასაუკუნეებისა და 2. ქვემო გოსტიბეს გვიანანტიკური ხანისა და ადრე შუასაუკუნეების სამაროვნები. თეძმის ხეობის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ გოსტიბეში წარმოებულ გათხრებს წინ, 1988 წელს ჩატარებული სადაზვერვო სამუშაოები უსწრებდა. ამ სამუშაოების მიზანი იყო იმ არქეოლოგიური ძეგლების გამოვლენა და შესწავლა, რომლებიც ერთი მხრივ, სოფელში ახალი გზის გაყვანისას დაზიანდა, ხოლო მეორე მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიწის ზედაპირის არაერთგზის დამუშავებისას ნადგურდებოდა. ქვემო გოსტიბეს არქეოლოგიური ძეგლი მდ. გოსტიბესწყლის მარჯვენა მხარეს, ხელოვნურად გადაჭრილი ბორცვის მოსწორებულ ველზე მდებარეობს. მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით პატარა გორაკია, რომელიც, სავარაუდოდ, ადრეული ხანის გორა-ნამოსახლარი უნდა ყოფილიყო. ექსპედიციის მიერ გავლებულ თხრილში, რომლის საერთო ფართობი 464 კვ. მ-ია (29×16 მ), სულ 30 სამარხი გაითხარა, მათგან 19 ქვაყრილიანი ორმოსამარხია (NN1-7,15-26), 8 - ქვაყუთი (NN8,9,9*, 10,11,12, 12*,27) და 3 - ფილაქვებით გადახურული ორმოსამარხი (NN13,14,14*). სამარხები სამაროვნის სამხრეთ-დასავლეთ (NN1-7,13,14,14*,15-20) და ჩრდილო-აღმოსავლეთ (NN8,9,9*,10,11,12,12*,21-27) ნაწილშია კონცენტრირებული (ტაბ. I). ინვენტარს თერთმეტი ქვაყრილიანი ორმოსამარხი (NN1,2,3,4,7,15,16,17,18,19,20) შეიცავს (ზემო და ქვემო გოსტიბეს სამაროვნის მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის არქეოლოგიურ და ნუმიზმატიკურ კოლექციათა ფონდებში. ქვემო გოსტიბეს სამაროვანზე ჩრდილო-აღმოსავლეთსა და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებში განლაგებულ სამარხებს შორის ბრტყელი ქვების ფილებისაგან შედგენილი დაზიანებული წყობა გამოვლინდა, რომელიც, სავარაუდოდ, ნაგებობის იატაკი უნდა ყოფილიყო. ფილაფენილი იატაკის მოსაწყობად ფილაქვები იყო გამოყენებული. იატაკი სრული სახით არაა შემორჩენილი, აკლია შუალედური და გვერდითი ქვები, თუმცა თავის დროზე იატაკი საგანგებოდ ყოფილა მოწყობილი. ქვემო გოსტიბეს სამაროვნი ახ.წ. III ს-ის ბოლოთი და IV ს-ის პირველი ნახევრით თარიღდება; ხოლო სამაროვანზე ზედაპირულად შეგროვებულმა მასალამ საშუალება მოგვცა გამოვთქვათ მოსაზრება, რომ ქვემო გოსტიბეს არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორიაზე მობინადრენი ახ.წ. III-VII საუკუნეების განმავლობაში უწყვეტად ცხოვრობდნენ. ქვემო და ზემო გოსტიბეს არქეოლოგიური ძეგლის კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს კავკასიის იბერიის არქეოლო გიური ძეგლების ხასიათის დასადგენად.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com