კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26705
სახეობა:
არქეოლოგიური,არქიტექტურის,საბაღე-საპარკო ხელოვნებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სასოფლო-სამეურნეო/ხელოვნური ტერასა; სამოსახლო/ურბანული/კლდეში ნაკვეთი დასახლება; საცხოვრისი/გამოქვაბული, მღვიმე,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
ფუნქციის გარეშე; სასოფლო-სამეურნეო/ხელოვნური ტერასა; სამოსახლო/ურბანული/კლდეში ნაკვეთი დასახლება,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს. ; შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./განვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთი
მუნიციპალიტეტი:
ახალქალაქი
დასახლებული პუნქტი:
გოგაშენი,ჭაჭკარი
კოორდინატები:
X:357610.333597597 Y:4582412.02303109
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
გამოქვაბულთა სისტემა მდებარეობს სოფ. გოგაშენის ტერიტორიაზე ე.წ. „გამოღმა ჭაჭკარში“. დღეს ამ ტერიტორიაზე გაშენებულია სასტუმრო კომპლექსი „ვარძია რეზორტი“. სასტუმროს შენობების უკან, მთის ფერდი მთლიანად დატერასებულია. როგორც ჩანს, ეს ისტორიული ტერასებია, რომელიც სასტუმროს კომპლექის მშენებლობის/განვითარებისას აღადგინეს და ზოგ ჩემთხვევაში გადააკეთეს კიდევაც. თუმცა, ზოგ ადგილას ჩანს ადრეული პერიოდის კედლებიც. ტერასები მთის ფერდის ფორმას მიუყვება და მათი კედლები უხეშად დამუშავებული ადგილობრივი ქვითაა ამოყვანილი, მშრალი წყობით. გამოქვაბულები ძირითადად ამ ტერასებზეა განლაგებული. როგორც აერფოტოებიდან ჩანს, ტერასები კომპლექსის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მის გარეთაც გრძელდება თუმცა ძლიერაა დაზიანებული. გამოღმა ჭაჭკარი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მთის ფერდზეა შეფენილი, რომლის შუაწელზეც მდებაროებს წმ. მარინეს სახელობის დარბაზული ეკლესია (ძეგლი, ბრძანება N3/238, 11/04/2010), გამოქვაბულთა სისტემა სწორედ ამ ეკლესიის სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარესაა გავრცელებული. გამოქვაბულები სხვადსხვა ზომისაა და სავარაუდებელია, რომ მათი ფუნქციაც განსხვავებული ყოფილიყო, თუმცა ამის დაზუსტებით თქმა დღეს ძნელია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ისინი ერთმანეთის მსგავსი კვეთითაა გამოჭრილი კლდეში. • ყველაზე დიდი ქვაბული მდებარეობს ეკლესიის სამხრეთით. ის ჩამოქცეულია და დღეს ჭრილის სახითაა შემორჩენილი, თუმცა ადვილიად გარჩევადია, რომ ის ორ დონეზე ვრცელდებოდა. სხვადასხვა კედელზე ჩანს ფოსოები, სავარაუდებელია რომ ჰორიზონტალურად განლაგებული კოჭების ჩასამაგრებლად გამოიყენებოდა და ასევე, ჩანს საფეხურების კვალი. • ეკლესიის ჩრდილოეთით მდებარე ქვაბულთა სისტემა, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს. როგორც ჩანს, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისა და განვითარების პროცესში გაიწმინდა აქ არსებული ქვაბულები და მიმდებარე ტერასები. ქვედა ტერასაზე განლაგებულია ორი ქვაბული: o ერთი მათგანი ნაწილობრივაა კლდეში გამოკვეთილი. მისი წინა მხარე შესაძლოა ამოშენებული ყოფილიყო, ხოლო გადახურვა სავარაუდოდ ხის უნდა ჰქონოდა. ქვაბულის სიღრმეში, იატაკზე შემორჩენილია წრფივი და წრიული ღარები, რომელიც „ხარო“-ს უკავშირდება. ამჟამად ეს ქვაბული გადახურულია, ლითონის კოჭებზე მოწყობილი, რომელიც კრამიტითაა გადახურული. ახალი, ლითონის კოჭების განსალაგებლად კლდეში ახალი ფოსოებია გამოჭრილი; o მეორე გამოქვაბული ამავე ტერასაზეა, პირველი ქვაბულდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 10-15 მეტრის დაშორებით. ეს გამოქვაბული მთლიანად კლდეშია გამოკვეთილი. შესასვლელი დასავლეთი მხრიდან აქვს, რომელიც ამჟამად მოპირკეთებულია უხეშად დამუშავებული ქვის წყობით და მცირე ზომის, ორქანობიანი გადახურვაა მოწყობილი. გამოქვაბულის ძირითადი სივრცე ოვალური ფორმისაა, შესასვლელიდან ჩრდილოეთით დაბალი სათავსია. ძირითადი სივრცის იატაკზე დაახლ 15-20 სმ სიღრმის 11 ცალი ღრმულია ამოკვეთილი და ორი მოზრდილი შედარებით ღრმა ორმო. • აღწერილი გამოქვაბულის ზედა ტერასებზე მდებარეობს ერთმანეთის მიყოლებით განლაგებული სამი გამოქვაბულ, დღეს მხოლოდ ერთ მათგანშია შესვლა შესაძლებელი. ეს გამოქვაბული გეგმაში წაგრძელებული, ბოლოში მომრგვალებული ფორმისაა, რომლის ჭერზეც ერდოა მოწყობილი. დანარჩენ ორ სივრცეში შესვლა შეუძლებელია, თუმცა ჩანს, რომ ისინი უფრო მომცრო ზომისაა. *გამოქვაბულების ნუმერაცია პირობითია. მნიშვნელოვანია, რომ „გამოღმა ჭაჭკარში“ მდებარე გამოქვაბულთა სისტემისა და ტერასების დაცულობა უზრუნველყოფილ იყოს ძეგლის სტატუსით, რაც დაიცავს მათ შემდგომი შეუსაბამო განვითარებისაგან, და ამავდროულად, მესაკუთრეს შესაძლებლობას მისცემს სათანადო ჩარევების შედეგად გამოიყენოს გამოქვაბულები და ტერასები. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ შეიზღუდოს ტერასების ფორმების მკვეთრი მოდიფიკაცია და დაცული და გამოყენებულ იქნეს შემორჩენილი სქემა.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
  • გამოღმა ჭაჭკარი, წმ. მარინეს ეკლესია, ხედი სამხრეთიდან.

  • გამოღმა ჭაჭკარი, წმ. მარინეს ეკლესია, ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან, სამხრეთიდან.

  • გამოღმა ჭაჭკარი, გამოქვაბულები, ეკლესიის სამხრეთით.

  • გამოღმა ჭაჭკარი, დიდი გამოქვაბული.

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com