კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26677
სახეობა:
არქეოლოგიური
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სამრეწველო/ლითონის დამამუშავებელი სახელოსნო/რკინის,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სამრეწველო/ლითონის დამამუშავებელი სახელოსნო/რკინის,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
რკინის ხანა ძვ.წ. მე-10-6 სს./ადრე რკინის ხანა ძვ. წ. მე-10-8 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
აჭარა
მუნიციპალიტეტი:
ქობულეთი
დასახლებული პუნქტი:
ჩაისუბანი
კოორდინატები:
X:730342.999215184 Y:4619767.76891144
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
21/11/2019
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
02/89
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
სამხრეთ კავკასიის არეალში, ბათუმის მიდამოებიდან დიდი კავკასიონის მისადგომებამდე დადასტურებულია რკინის წარმოების სამთო-მეტალურგიული ცენტრი, რომელიც ოთხ საწამოო კერას აერთიანებდა. ესენია: მდინარეების - ჭოროხის, ჩოლოქ-ოჩხამურის, სუფსა-გუბაზეულის და ხობი-ოჩხომურის ხეობების მთისწინა ზოლი. ქართულმა არქეოლოგიურმა სკოლამ მნიშვნელოვანი სამუშაოები აწარმოა აღნიშნული მეტალურგიული საწაროო კერების შესწავლის თვალსაზრისით, რის შედეგადაც აღნიშნულ გეოგრაფიულ არეალში 400-მდე არქეოლოგიური ობიექტია აღრიცხული. მათ რიცხვს 2000 წელს შეემატა ჩაქვისწყლის ხეობაში გამოვლენილი კიდევ ერთი საწარმოო კერა. ჩაქვის ტერიტორიის სანაპირო ზოლზე გასული საუკუნის 60-იან წლებში გამოვლინდა მაგნეტიტური ქვიშების მოპოვებასთან დაკავშირებული დიუნური სადგომები. ამ აღმოჩენამ წარმოშვა ვარაუდი, რომ ამ დიუნური სადგომების სიახლოვეს ჩაქვისწყლის ხეობაში უნდა ყოფილიყო რკინის სახელოსნოები. 2000 წელს განხორციელებული არქეოლოგიურ სამუშაოების შედეგად ეს ვარაუდი დაადასტურა. ჩქვისწყლის ხეობაში დადასტურებული რკინის სადნობი სახელოსნო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის ტერიტორიაზე მდებარეობს, შავი ზღვის სანაპიროდან 3,5-4 კმ-ის დაშორებით, მდინარე ზღვიწყლიპირის მარცხენა მხარეს. ბორცვი, რომელზეც რკინის სადნობი სახელოსნო გამოვლინდა აღმოსავლეთისკენაა მიმართული, ჩრდილოეთიდან მას მდ. ზღვიწლიპირი ჩამოუდის, რომელიც დასავლეთით უერთდება მდ. მეჩხერს, შემდედ ეს მდინარეები მდ. ჩაქვისწყალს უერთდება და ზღვაში ჩაედინება. 2000 წელს არქეოლოგიური ექსპედიციის დროს ტერიტორიაზე გაიწმინდა რკინის სადნობი ორი ქურა, რომელსაც პირობითად „ჩაისუბანი I“ ეწოდა. რკინის სადნობი ქურები ერთმანეთის პარალელურად, 50 სმ-ის დაშორებითაა განლაგებული. ქურები კონსტრუქციით ჩაბრუნებული პირამიდის ფორმისაა. რკინის სადნობი ქურა „ჩაისუბანი 1-1“ დიდი ზომის სწორზედაპირიანი ქვებითაა შედგენილი. კონსტრუქცია ტიპიურია - წვეროზე მდგარი წაკვეთილი კონუსის ფორმის. ქურის ძირთან კედლები თიხითაა შელესილი. თავის მხრივ ქურის ძირსაც ნახევარსფერული ფორმა აქვს. მთლიანობაში ქურა თიხნარ გრუნტშია ჩაჭრილ-ჩაშენებული. მის ირგვლივ კედელი კი მაღალი ტემპერატურის გამო, 10-15 სმ. სისქეზე წითლადაა გამომწვარი. ქურების მახლობლად გამართული ყოფილა ბრტყელი ქვებითა და საშუალო სისქის კერამიკის ფრაგმენტებით მოზაიკურად მოკირწყლული ,,საჟეპელა’’. როგორც წესი „საჟეპელა“ ქურის სიახლოვეს იმართებოდა და მასზე ახდენდნენ ქურიდან ამოღებული რკინის დამუშავებას, დნობის პროცესში მიტმასნილი სხვადასხვა მინარევებისაგან გაწმენდას. მოცემულ შემთხვევაშიც ქურები და „საჟეპელას“ ადგილი ერთმანეთისაგან 150 სმ-ის დაშორებითაა განლაგებული. ქურის შიგნით შელესილობის ფრაგმენტების, ნაცრისა და ნახშირის ფხვნილთან ერთად აღმოჩნდა საქშენი მილის ფრაგმენტი. რკინის სადნობი ქურა „ჩაისუბანი I -1“-ის გადარჩენილი ნაწილების ზომებია: სიმაღლე 118 სმ; ქურის ზედა დონის სიგანე - 60 სმ; შუა დონის - 36 სმ., ხოლო ქვედა დონის სიგანე 30 სმ-ია. რკინის სადნობი ქურა „ჩაისუბანი I-2“ პირველი ქურიდან ჩრდილოეთით მდებარეობს და კონსტრუქციულად პირველის მსგავსია - ჩაბრუნებული პირამიდის ფორმა აქვს. შემორჩენილია ქვის წყობის სამი რიგი, რომელთაგან მეორე და მესამე რიგები უკეთაა დაცული. ამ ქურის კედლებიც მეტნაკლებად სწორზედაპირიანი ფლეთილი ქვითაა ნაშენი. ქურის ქვედა რიგი და ძირი თიხითაა შელესილი. შიდა ზედაპირი ძლიერი ცეცხლის ზემოქმედების შედეგად წითლად და შავადაა შეფერილი. პრეპარაციის დროს ქურა წიდებით იყო შევსებული. ვარაუდობენ, რომ ამ ქურას შედარებით უფრო ადრე უნდა შეეწყვიტა ფუნქციონირება, ვიდრე პირველს. რკინის სადნობი ქურა „ჩაისუბანი I-2“-ის გადარჩენილი ნაწილის სიმაღლეა 110 სმ. ქურის ზედა ნაწილის სიგანეა 75 სმ. შუა დონეზზე - 48 სმ; ქვედა დონეზე - 48 სმ. გათრების შედეგად მოპოვებული კერამიკული მასალა ქურა-სახელოსნოებისათვის დამახასიათებელი ნიმუშებია და ინახება აჭარის მუზეუმის არქეოლოგიურ მუზეუმში. რკინის სადნობი ქურა-სახელოსნო ,,ჩაისუბანი I“ სანაპირო ზოლის მაგნეტიტური ქვიშის ბაზაზე მუშაობდა. ჩაისუბნის ტერიტორიაზე დასტურდება, ასევე, ცეცხლგამძლე და ძნელადლღობადი თიხების საბადოები, მაგარი ჯიშის ხის საწვავი მასალა, რაც მთლიანობაში მოცემულ რეგიონში ლითონდამამუშავებელი სახელოსნოს ფუნქციონირებისათვის არსებითი ხელშემწყობი გარემოება იყო. ,,ჩაისუბანი I“ ძვ.წ. X-VIII საუკუნეებით თარიღდება.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com