კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26675
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სათავდაცვო
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
ფუნქციის გარეშე,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
XIX საუკუნის ბოლო


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი:
თეთრი წყარო
დასახლებული პუნქტი:
თეთრი წყარო


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ყაზარმის დიდი ზომის ნაგებობა მდებარეობს თეთრიწყაროს განაპირას, ჩრდილოეთით. 1806-1812 წლებში მომხდარი რუსეთ-თურქეთის ომის შემდგომ, 1816 წელს გენერალ ერმალოვმა შეიმუშავა თბილისის თავდაცვის გეგმა, რომლის მიხედვით ერთ-ერთ მნიშვნელოვან თავდაცვით პუნქტს წარმოადგენდა თეთრწყარო, აქ განთავსდა 31-ე საეგერო პოლკი. ამ პერიოდში უნდა დაწყებულიყო თეთრიწყაროს ტერიტორიაზე სამხედრო დანაყოფებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, მათ შორის: ყაზარმები, მაღალი რანგის ოფიცრების სასტუმრო, საშუალო რანგის ოფიცრების სასტუმრო და საავადმყოფო. ნაგებობა შედგება ორი სართულისგან, რომელსაც მოგვიანებით დამატებული აქვს მესამე სართული. ნაგებობა აგებულია ბაზალტის ქვის სწორი რიგებით. ფასადები დაცხრილულია ფანჯრებით, რომლებსაც რისტირებული მოჩარჩოება აქვს, ზემოთ კი სრულდება საჭექი ქვის იმიტაციით. მთავარი ფასადი ეზოს მხარესაა - ჩრდილოეთით. ამ მხარეს ფასადის კუთხეებში გამოდის ძლიერ შვერილი როზალიტები, სადაც მოწყობილია ყაზარმის ორი შესავლელი. როზალიტზე, შესასვლელის თავზე, მეორე სართულზე შედარებით მომცრო სამი ფანჯარა გამოდის - შუა შედარებით დიდი და გვერდითები პატარა. გვერითი მოკლე გასადები სრულიად ყრუა. მესამე სართულის დადგმისას როგორც ჩანს ეცადნენ გაემეორებინათ ქვედა სართულების საკლმების გაფორმება, თუმცა მთლიანობაში სართული სხვა - მოთეთრო ფერის ქვით არის აგებული და შესაბამისად მკვეთრად გამოირჩევა. ინტერიერში პირველ სართულზე განთავსებულია ვრცელი დარბაზები, ხოლო მეორეზე დერეფანი და პატარა ოთახები. მეორე სართულზე ასვლა ხდება როზალიტის მონაკვეთებში მოწყობილი კიბის მეშვეობით.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
  • საერთო ხედი

  • სამხრეთი ფასადი

  • ჩრდილოეთი ფასადი

  • როზალიტი

  • ჩრდილოეთი ფასადი

  • დასავლეთი როზალიტი

  • ფანჯრები

  • ინტერიერი

  • ინტერიერი

  • ინტერიერი

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com