კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26673
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სათავდაცვო
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
ფუნქციის გარეშე; სასაწყობო,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
XIX საუკუნის ბოლო


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
კახეთი
მუნიციპალიტეტი:
ლაგოდეხი
დასახლებული პუნქტი:
ლაგოდეხი


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ყაზარმის დიდი ზომის ნაგებობა მდებარეობს ქ. ლაგოდეხის ცეტრის სიახლოვეს თამარ მეფის ქუჩაზე. ტერიტორია რომელზეც შენობაა განთავსებული მართკუთხა ფორმისაა და საკმაოდ ვრცელია. ნაგებობა ამ ტერიტორიის კუთხეში დგას, გზის პირას. დიდი ზომის ყაზარმა აგებულია XIX საუკუნის ბოლოს სამხრეთ კავკასიური პოლკისთვის სადაც ძირითადად პოლენელები მსახურობდნენ. ტერიტორიაზე კიდევ ნამდენიმე ნაგებობაა შენორჩენილი, ძირითადად ნანგრევების სახით. ნაგებობა ორსართულიანია, აგებულია ქვითა და აგურის გამოყენებით. ფასადები შელესილია. მთავარი ფასადი სამხრეთ მხარეს გრძელია. ორივე სართული დაცხრილულია ფანჯრებით, რომლებსაც სწორკუთხა ფორმა აქვს. ყველა ფასადი სადაა, არანაირი გაფორმებით. სარულშუა გაუყვება სადა, პროფილირებული კარნიზი და ასევე ფასადს ასრულებს პროფილირებული კარნიზი. გრძივ ფასადებზე გამოყოფილია მხოლოდ კუთხის მონაკვეთები - სადა პილასტრებით. ამ გამოყოფილ არეებში კი სამ-სამი შედარებით ვიწრო ფანჯრები გამოდის (უმეტესობა ამ ფანჯრებისა ამოქოლილია). გვერდითი, მოკლე ფასადები სრულიად ყრუა. ინტერიერი ორივე სართულზე კალიდორული სისიტემით არის მოწყობილი. შუაში განიერი დერეფანია, რომლის ორივე მხარეს დალაგებულია ოთახები. კუთხეებში მოწყობილია კუბის უჯერედი. რომელსაც ამჟამად ლითონის მოაჯირი მიუყვება.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
  • მთავარი სამხრეთი ფასადი

  • ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან

  • სამხრეთი ფასადი

  • სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხე

  • სამხრეთი ფასადის აღმოსავლეთი კუთხე

  • სამხრეთი ფასადის დასავლეთი კუთხე

  • აღმოსავლეთი ფასადი

  • ჩრდილოეთი ფასადის აღმოსავლეთი კუთხე

  • ჩრდილოეთი ფასადი

  • ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com