კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26535
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სასოფლო-სამეურნეო; საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
ფუნქციის გარეშე; სასოფლო-სამეურნეო; საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.; შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი:
მესტია
დასახლებული პუნქტი:
ადიში
კოორდინატები:
X:329854.99999675 Y:4762615.0000267 Z:2097
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
გოგი_ბელერსი ავალიანის დარბაზ-მაჩუბი მდებარეობს სოფლის დასავლეთ განაპირას, შუა წელში. მაჩუბი ნანგრევის სახითაა გადარჩენილი. ნაგებია ნატეხი ქვითა და რიყის ქვით კირ-დუღაბზე. კედლის კუთხეების ამოსაყვანად შედარებით მოზრდილი ზომისა და კუთხეებ დამუშავებული ნატეხი ქვაა გამოყენებული. დარბაზ-მაჩუბის პირველი სართულის უმეტესი ანწილი მიწაში ღრმადაა ჩადგმული, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ფასადის კედელი. დარბაზ მაჩუბის აღმოსავლეთ კედელი თითქმის მთლიანად მორღვეულია, მხოლოდ პირველი სართულის კედლის ნაწილია მცირედით გადარჩენილი. ასევე მონგრეულია დასავლეთ ფასადი. შედარებით გადარჩენილია სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლები. თუმცა ჩამოქცეულია სახურავი და სართულშუა გადახურვა. ინტერიერი ამოვსებულია მიწით და ნანგრევებით, ჩაცვენილია გადახურვის მოწრდილი და მასიური ხის კოჭები. ინტერიერის მხრიდან შემორჩენილ კედლებს ეტყობა კოჭების განსათავსებელი ბუდეები. შემორჩენილია მცირე ზომის სარკმლები. კარის ღიობის ამხრეთიდან მცირედით შემორჩენილია, დაფარულია ნანგრევებით. დარბაზ-მაჩუბი მოგვიანებით ნაწილობრივ გადაუტიხრიათ, სამხრეთ ნაწილში ამოუყვანიათ კედელი, რომელშიც ფანჯრის და შესასვლელი კარის ღიობებია დატანილი, ეს კედელიც სანახევროდ ნანგრევების მიერაა დაფარული. დარბაზ-მაჩუბი მიუხედავად დღევანდელი მდგომარეობისა მისი ზომიერი პროპორციებისა დამასთაბის, ასევე ტრადიციული სამსენებლო ტექნიკის გატვლისწინებით ორგანულად ეწერება სოფლის საერთო განაშენიანებაში.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
  • დარბაზ-მაჩუბის ნანგრევი

  • დარბაზ-მაჩუბის ნანგრევი

  • დარბაზ-მაჩუბის ნანგრევი

  • დარბაზ-მაჩუბის ნანგრევი

  • დარბაზ-მაჩუბის ნანგრევი

  • დარბაზ-მაჩუბის ნანგრევი

  • დარბაზ-მაჩუბის ნანგრევი

  • დარბაზ-მაჩუბის ნანგრევი

  • დარბაზ-მაჩუბის ნანგრევი

  • დარბაზ-მაჩუბის ნანგრევი

  • დარბაზ-მაჩუბის ნანგრევი

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com