კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26534
სახეობა:
არქეოლოგიური,საინჟინრო
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საგზაო, სატრანსპორტო,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საგზაო, სატრანსპორტო,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
ХIX საუკუნე, 1861 (ექსპლუატაციაშია 1864 წლის 14 აპრილიდან)


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
აფხაზეთი
მუნიციპალიტეტი:
სოხუმი
დასახლებული პუნქტი:
სოხუმი


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
27/09/2019
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
N02/73 ბრძანება
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
სოხუმის შუქურა გადაჭრილი კონუსის ფორმის რკინის კოშკია, რომლის სიმაღლე 37 მეტრს აღწევს, ნაგებობის ზედა ნაწილში განთავსებულია სანათი მოწყობილობა, რომელსაც წრიულად ესაზღვრება ღია აივანი. ნაგებობა შიგნიდან აღჭურვილია 137 საფეხურისაგან შემდგარი თუჯის სპირალური კიბით. კოშკი ეყრდნობა 17 მეტრ სიღრმეზე მიწაში ჩასმული ლითონის 8 ხიმინჯსგან შექმნილ ფუნდამენტს , რომლებიც სპეციალური ხრახნებით დამაგრებულია კონსტრუქციის მომრგავალო ფორმის საფძველთან, რაზედაც სპეციალური სამაგრებით ლიტონის ფილებისაგან აწობილია შუქურას კონსტრუქცია. შუქურას 1861 წელს იქნა დამზადებული ცნობილი ფრანგი კონსტრუქტორის ერნესტ გუენის პროექტით საფრანგეთში, რასაც მოწმობს ნაგებობის შესასვლელი კარების ზედა ლითონის აბრაზე ამოტვიფრული წარწერა 1861 ERNEST GOUIN & C CONSTRUCTEURS PARIS. ნაგებობას გააჩნია ორი გარე კარი, ერთი ქვედა შესასვლელი და მეორე შუქურას ზედა ნაწილში წრიულ აივანზე გასასვლელი. კონსტრუქცია ასევე აღჭურვილია ერთმანეთის საპირისპირო მხარეს (დასავლეთით 5 და აღმოსავლეთით 5 ), ვერტიკალურად განლაგებული სარკმელებით. ნაგებობის თავდაპირველი შეფერილობა იყო თეთრი, როგორც შიგნით ასევე გარეთ. კონსტრუქციის სანათი მოწყობილობა მოთავსებულია გუმბათის ქვედა ნაწილში, რომელიც ლითონისაა ხოლო ზედა ნაწილი შემინულია (ოპტიკური აპარატის გასწვრივ) სანათი მოწყობილობა დამონტაჟებულია ლითონის სადგამ პლატფორმაზე და მოქცეულია ფრენელის ლინზაში. თავდაირველად სინათლის წყაროს ნავთზე მომუშავე ჭრაქი წარმოადგენდა, ლინზა კი მის გამოკრთომილ სხივის ნათებას აძლიერებდა, მოგვიანებით ძლიერი ქარების შედეგად გამოწვეული რხევების გამო, აუცილებელი შეიქნა შუქურას გამაგრება და სანათი მოწყობლობის შეცვლა, რადგან ნაგებობის რხევები სანათი აპარატიდან საწვავის გადმოღვრას იწვევდა. აქედან გამომდინარე შუქურას ზედა ნაწილთან, იქ სადაც სანათი აპარატურაა განთავსებული გარედან შემოავლეს ლითონის რგოლისებური სამაგრი, რომლსაც მსხვილი ქანჩებით ლითონის ბაგირები ჩაუმაგრეს, რომლებიც შუქურას საფუძველიდან 3 მეტრის რადიუსში მიწაში განთავსებულ ღუზებზე დამაგრდა. გამაგრებითი სამუშაოების შემდეგ შუქურას სანათი მოწყობილობა ჩანაცვლებული იქნა გაზზე მომუშავე ჭრაქით, ხოლო 1910 წლიდან შუქურას ოპტიკურ აპარატის სინათლის წყაროდ ელექტრო ნათურის გამოყენება დაიწყო. შუქურას მთავარ დაშნულება სოხუმის სანაპირო ზოლზე (შავი ზღვა) მცურავი გემების უსაფრთხო ნავიგაციის უზრნველყოფა. შუქურას აქვს ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმები და დეტალები.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com