კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26308
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სასოფლო-სამეურნეო,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სასოფლო-სამეურნეო,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი:
მესტია
დასახლებული პუნქტი:
ჩაჟაში
კოორდინატები:
X:337548.369496969 Y:4753215.2224269
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
მაჩუბი, რომელიც საცხოვრებელი ანსამბლის აღმოსავლეთი კიდურა ნაგებობაა უშუალოდ კლდეზეა აღმართული და ძალიან დიდი ზომისაა. გადახურულია ორფერდა სახურავით. ნაგებია სხვადასხვა ზომის ფიქალით. ქვედა რიგებში დიდი ზომის რიყის ქვაა გამოყენებული, კედლები კირითაა შელესილი. შესასვლელი მაჩუბის პირველ სართულს სამხრეთიდან აქვს. წინ ფიქალის ბაქანია მოწყობილი. ზღუდე ამაღლებულია. კარი ბრტყლად არის გადახურული; ამჟამად გადახურვა ხისაა, კარები ხისაა, ერთფრთიანი. როგორც ჩანს მაჩუბის დიდმა ზომამ განაპირობა ინტერიერში, სართულშუა გადახურვის საბჯენი ორი დიდი ძელის არსებობა. მიმართულება - აღმოსავლეთ-დასავლეთით, რომელსაც რამოდენიმე ბჯენი აქვს, სამხრეთი - ორი, ჩრდილოეთი - ერთი. მაჩუბის სამხრეთ კედელს ახალი, აღმოსავლეთისა კი ძველი ორნამენტირებული. ტიხარი მიყვება ჩრდილოეთის კედელი სამკუთხედად არის შეტეხილი. იმ ნაწილშიც დიაგონალური ხის ტიხარია გაკეთებული. აქ , ცხოველებისთვის სადგომია მოწყობილი. ჩრდილო დასავლეთ კუთხეში ჩაშენებულია (ფიქალის) სათავსი, რომელშიც თივა ინახებოდა. ინტერიერი ჭუჭყიანია, ცხოველებით შევსებული. ჭერი დაზიანებულია. განათებულია ორი სარკმლით, სარკმელთა ფორმა იდენტურია და წარმოადგენს ტრაპეციული მოყვანილობის მქონე ღიობს საფეხურიანი ძირით. სარკმელთაგან ერთი აღმოსავლეთ კედელშია გაჭრილი, ერთიც დასავლეთი კედლის ჩრდილოეთ ნაწილში. მაჩუბის მეორე სართულზე პანდუსით ავდივართ. კარის ფორმა გავს ზოგიერთ მაჩუბში გამოყენებულ ფანჯრის შიგა მოხაზულობას; თაღი წაკვეთილი თავით. გაჭრილია აღმ. ფასადის ჩრდილოეთ ნაწილში. რელიეფი ჩრდილოეთის მხრიდან ამაღლებულია. მაჩუბის პირველი სართული ჩრდილოეთიდან მიწით არის დაფარული. ამოზიდულია მხოლოდ მეორე, ისიც უჩვეულო კონფიგურაციის სამკუთხედად არის შეტეხილი.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com